პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც სუს-ის ყოველწლიური ანგარიში მოისმინეს, პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე სოფიო კილაძის შეფასებას სალომე სამადაშვილის გაღიზიანება მოჰყვა. კონკრეტულად, კილაძემ პანკისის ინციდენტისას, პოლიტიკური ოპოზიცია ერთიანობაში საფრთხის შეტანის მცდელობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების მცდელობას. სამადაშვილმა კილაძის ამ შეფასებას "ფსკერი" უწოდა.
შეგახსენებთ, კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ამ წუთებში დახურულ ფორმატში გრძელდება.