Check In Georgia-ს ღონისძიებებში მონაწილე შემსრულებლებისთვის 4 მილიონ 500 ათასი ლარის ჰონორარია გათვალისწინებული. ღონისძიებების უზრუნველყოფისთვის გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 მილიონ 500 ათასი ლარია.
აქედან, შემსრულებლების ჰონორარი - 4 მილიონ 500 ათას ლარს შეადგენს; ღონისძიებების ორგანიზებისთვის საჭირო შესყიდვების განხორციელება კი - 2 მილიონი ლარია დაჯდება.
მიმდინარე წელს ღონისძიებები 2019 წლის ივნისიდან 2019 წლის ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება.