ფოთში, გეზთან ახლოს მცხოვრებლებმა დასახლებულ ტერიტორიაზე მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილება გააპროტესტეს - Palitra News

ფოთში, გეზთან ახლოს მცხოვრებლებმა დასახლებულ ტერიტორიაზე მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილება გააპროტესტეს

2019-04-21 20:21:37+04:00

ფოთში, გეზთან ახლოს მდებარე ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. რამდენიმე წუთის განმავლობაში ბლოკირებული იყო სატრანსპორტო მაგისტრალი.აქციის მონაწილეებმა, დასახლებაში მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილება გააპროტესტეს. მათი თქმით, აღნიშნული მანქანებით ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების ტრანსპორტირება უსაფრთხების ნორმების დარღვევით ხორციელდება.შეკრებილებთან ფოთის მერი გოჩა კურდღელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ. მათი თქმით, საკითხის შესწავლა მიმდინარეობს, რაშიც ყველა შესაბამისი უწყება ჩართულია.