დემიენ შაზელის რეტრო მიუზიკლი "ლა-ლა ლენდი" რაიან გოსლინგის და ემა სტოუნის მონაწილეობით, რომელიც 2016 წლის ნამდვილ სენსაციად იქცა, არც ამერიკულმა კინოაკადემიამ დატოვა უყურადღებოდ და 14 კატეგორიაში ნომინირებული, "ოსკარის" 6 პრემიით დააჯილდოვა. ამასთანავე, წლის ტრიუმფატორმა ფილმმა "ოქროს გლობუსის" რეკორდული - შვიდი პრემია დაიმსახურა და უკან ჩამოიტოვა მილოშ ფორმანის "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა" და ალან პარკერის "შუაღამის ექსპრესი", რომლებიც მხოლოდ ექვს პრემიას დასჯერდნენ, 32 წლის დემიენ შაზელი კი, რომელმაც ტომ ფორდთან ერთად მელ გიბსონიც დაჯაბნა, "ოქროს გლობუსის" მფლობელი ყველაზე ახალგაზრდა რეჟისორი გახდა.