აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ოპერატორები გაიფიცნენ - Palitra News

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ოპერატორები გაიფიცნენ

2019-04-19 12:03:40+04:00

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო სამსახურის ოპერატორები გაიფიცნენ. ოპერატორები ამბობენ, რომ ისინი ტელევიზიაში მემონტაჟის ფუნქციასაც ასრულებენ და ხელფასებით უკმაყოფილოები არიან.

შეგახსენებთ, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბორდი დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხზე იმსჯელებს. მისი თანამდებობიდან გადაყენება ბორდის ორმა წევრმა ირაკლი დარცმელიძემ დ გიგა ჩხარტიშვილმა მოითხოვეს. როგორც ისინი აცხადებენ, ნათია კაპანაძის ხელმძღვანელობის პირობებში ტელევიზიის რეიტინგმა იკლო.