ეკონომიკის მინისტრს შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატები განცხადებებს აკეთებენ. „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მსგავსი ტიპის განცხადებებს ბიძინა ივანიშვილი იღებს. მისივე თქმით, ქობულია ოდიოზური მინისტრი იყო, თუმცა ეს ყველაფერი ივანიშვილის მთავრობის სტილიდანაა გამომდინარე.დეპუტატი ეკა ბესელიას შეფასებით კი ბოლო პერიოდის ტენდენციაა, რომ მორჩილება ხდება მმართველ პარტიაში თანამდებობაზე ყოფნის ერთ-ერთი განმსაზღვრელი. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი აკაკი ზოიძე კი ქობულიას შესაძლო გაშვებისა და კონფლიქტების არსებობის ვერსიას გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს ყველაფერი ტყუილად ბრალდება. შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობიდან გადადგა.