პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მან ოპოზიციის მიმართ უწმაწური სიტყვა გამოიყენა, განმარტებას აკეთებს. როგორც მან პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ეს არის მცდარი ინფორმაცია, რომელიც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა და ეს სიტყვა ცხოვრებაში არ გამოუყენებია.
კობახიძის ამ განმარტებას ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. "ევროპული საქართველოს" წევრ ირმა ნადირაშვილის განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე ასე არ უნდა იქცეოდეს და მას ასეთი უწმაწური საუბრით პრობლემა არ მოეხსნება.
ასევე პლენარულ სხდომაზე განცხადება გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ, მან უარყო კობახიძის ბრალდება რუსთავი2-ის მიმართ, აღნიშნა რომ ეს ინფორმაცია არ იყო სიცრუე და მანაც გაიგო ტრიბუნიდან უწმაწური სიტყვები.