პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკა ბესელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის შეკამათება მოხდა. დამოუკიდებელმა დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს შენობით მიმართა, რასაც ირაკლი კობახიძის გაღიზიანება მოჰყვა და მისთვის მიკროფონის გამორთვა მოითხოვა. კობახიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარეს თქვენობით უნდა მიმართონ, რადგან ასე მიმართავს იგი თითოეულ მოქალაქეს. აღნიშნულის შემდეგ კობახიძემ სიტყვა თინა ბოკუჩავას გადასცა, რა დროსაც ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის სკამთან მივიდა და მათ შორის მცირე კომუნიკაცია შედგა. ეკა ბესელიამ კობახიძეს "წესიერად მოქცევისკენ" მოუწოდა და ჰკითხა, ხომ არ შეეშინდა, კობახიძემ კი მანდატურის სამსახურს სთხოვა დახმარება, ხოლო ბესელიას მიუგო, რომ შიში მისკენ მოეკითხა.