"ევროპული საქართველოს" წევრის, ოთარ კახიძის ინფორმაციით, აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელმა პარლამენტში, ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე, მმართველი პარტიის წარმომადგენლებს მიმართა საკანონმდებლო ორგანოში განხილვები ორი კვირით გადაიდოს. საუბარია იმაზე, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით გადის. კანონპროექტის განხილვების გადადებას საპარლამენტო უმრავლესობას "ევროპული საქართველოც" მოუწოდებს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი კი დარწმუნებულია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს ხელისუფლება სათავისოდ გამოიყენებს.