კვლევებით დამტკიცებულია, რომ პლასტიკატის ბოთლები, წვენის ჩხირები და სხვა ნივთები 21-ე საუკუნის ჭირია. კვლევის შედეგებმა გვიჩვენა, რომ ყოველწლიურად ოკეანეში 12, 7 მლნ ტონა პლასტკატი ჩადის, რაც თავისათავად დამღუპველად მოქმედებს წყალქვეშა სამყაროზეც. მეცნიერები ძალ-ღონეს არ იშურებენ და ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ ეს საშინელი პლასტიკატი სხვა, ბევრად ჯანსაღი ნივთიერებით ჩაანაცვლონ. სანამ მთელი ევროპა ფიქრობს, როგორ უშველოს სამყაროს ვიეტნამმა გამოსავალს მიაგნო. ამ ქვეყანამ ოკეანის დაბინძურების თვალსაზრისით მეოთხე ადგილი დაიკავა. ერთ-ერთმა ვიეტნამელმა მეწარმემ გადაწვიტა კოქტეილის პლასტიკატის წვენის ჩხირების ნაცვლად მცენარის ღერები გამოეყენებინა, რომელიც ძალიან გავს ჩვენთვის ასე საყვარელ საწრუპებს.
მცენარე სეთი ვიეტნამში, მდინარე მეკონგის სანაპიროზე იზრდება. ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა. იმისათვის, რომ საბითუმოდ გასაყიდი ღეროები პოლიეთილენში არ გაეხვიათ საამისოდ ბანანის ფოთლები გამოიყენეს. რესტორნებში ეს ბუნებრივი საწრუპები, რა თქმა უნდა, ერთჯერადად იქნება გამოყენებული, სახლში კი მისი მრავალჯერადად მოხმარებაც არის შესაძლებელი. ასეთი ღეროები მაცივარში დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ინახება. იმისათვის, რომ მან კიდევ უფრო დიდხანს გაძლოს,საჭიროა წამოადუღონ მარილიან წყალში, გააშრონ და ისე შეინახონ გრილ ადგილას. დღესდღეობით ასეთი ღეროები მხოლოდ ვიეტნამში იყიდება, თუმცა მის საზღვრებს გარეთ გატანასაც ფიქრობენ.