რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე მობილური ავტომატური სადგურის საშუალებით ჰაერის ხარისხის კვლევა განხორციელდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალისტებმა რამდენიმე წერტილში ნიადაგის სინჯებიც აიღეს, ჯამში კი ატმოსფერული ჰაერის რვა დამაბინძურებელი ნივთიერება განისაზღვრა.
24 საათიანი მონიტორინგის შედეგად რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა, ხოლო სხვა მავნე ნივთიერებების კონცენტრაციები შესაბამის ნორმებს არ აღემატებოდა.