პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა რძეს და რძის პროდუქტების დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. საკითხი განსახილველად ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა გამოიტანა და კომიტეტის წევრებს ზოგადი პრინციპების დონეზე ინფორმაცია მიაწოდა.
დღეს არსებული რეგულაციით დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებულია მხოლოდ 2 ლიტრზე მეტი პირველად შეფუთავებში ჩასხმული რძე და საქართველოში წარმოებული ყველი. კანონპროექტის მიხედვით კი ერთიან საგადასახდო რეჟიმში მოექცევა რძე და ნატურალური რძისგან ნაწარმოები რძის პროდუქტები.