ლონდონის ცენტრში კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 100-ზე მეტი აქტივისტი დაკავეს. მათ რამდენიმე ქუჩა ჰქონდათ ბლოკირებული. აქციის მონაწილეებმა ვატერლოოს ხიდი და პარლამენტის მოედანი დაიკავეს და მთელი ღამის განმავლობაში იყვნენ დაბანაკებული. პოლიციამ აქტივისტების ნაწილი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააკავა. აქციის გამო ქალაქში ავტობუსების მარშრუტების შეცვლა გახდა საჭირო.
"კლიმატის ამბოხი" - ასე ჰქვია კამპანიას, რომლის ფარგლებშიც მასშტაბური აქცია გაიმართა. იგი ბრიტანეული გარემოსდამცველთა ჯგუფის კამპანიას წარმოადგენს, მას მომდევნო დღეებში მსოფლიოს მასშტაბით 33 ქვეყნის 80 ქალაქში შეუერთდება.