რუმინეთში კლასიკური სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ლაშა გობაძე და საჩინო დავითაია მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ. გობაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, დავითაია კი სამწუხაროდ საპრიზო ადგილზე ვერ გავიდა. ფინალში გობაძე დანიელ ბისულთანოვთან 4-3 დამნარცხა, იქამდე მან მოლდოველი, რუსი და ფინელი მეტოქეები დაამარცხა. დავოთაია მესამე ადგილისთვის რუს არტურ სურკოვს შეხვდა და 2-1 წააგო. იქამდე ქართველმა გერმანელს ვაისს და უკრაინელ ნაისობს მოუგო, ნახევარფინალში კი თურქ იუკსელთან დამარცხდა. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მეხუთე ადგილზე გავიდა.