პლასტიკური პარკების წარმოება-რეალიზაციის აკრძალვისა და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოებაზე გადასვლის საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტში, სამუშაო ფორმატში კონსულტაციები გაგრძელდება. სამუშაო ჯგუფში ჩაერთვებიან როგორც დეპუტატები, ასევე გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლები და თავად მწარმოებლები.პლასტიკური პარკების წარმოების აკრძალვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, ორი კომიტეტის სხდომაზე ხმაურიანი განხილვის თემა იყო, მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ მათ 1-ელ აპრილამდე სათანადო გადაიარაღება ვერ მოასწრეს, ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოებას ვერ ახერხებენ და წარმოების პროცესი იძულებით გააჩერეს. მწარმოებლები მთავრობისგან რამდენიმეწლიანი ვადის მიცემას და შესაბამისი რეგულაციების შეჩერებას ითხოვენ.