რუსთავში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის მინისტრს 24 საათიანი ვადა მისცეს - Palitra News

რუსთავში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის მინისტრს 24 საათიანი ვადა მისცეს

2019-04-14 18:29:40+04:00

რუსთავის ჭყონდიდელის დასახლების მცხოვრებლები და სამოქალაქო აქტივისტები თეა წულუკიანს 24-საათიან ვადას აძლევენ, რათა სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობის შეწყვეტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ფართომასშტაბიანი აქციების მოწყობას გეგმავენ. ჭყონდიდელის დასახლებაში მცხოვრებელები სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობას 14 აპრილს მთელი დღის განმავლობაში აპროტესტებენ. თავდაპირველად აქციის მონაწილეები ციხის მშენებლობის შიდა ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ მათ მუშებს მშენებლობის პროცესი შეაჩერებინეს და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების მანქანას გზა გადაუკეტეს. მოგვიანებით კი პროტესტის ნიშნად მსვლელობა მოაწყვეს, რის გამოც ცენტრალურ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებული იყო. შეგახსენებთ, რუსთავში საპროტესტო აქციები უკვე რამდენიმე კვირაა სასჯელაღსრულებითი დაწესებულების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით იმართება.