პანკისის ხეობის საზოგადოებრივ ცენტრში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილი ახალგაზრდებს შეხვდნენ.
ადგილობრივებმა მინისტრებს ხეობაში არსებულ პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, მათ შორის ჰესების მშენებელობებზე, რაც მოსახლეობის ნაწილმა არაერთხელ გააპროტესტა. შეხვედრაზე იმყოფებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, მედიკო მარგოშვილი. ახალგაზრდებმა თემირლან მაჩალიკაშვილის საკითხზეც დასვეს კითხვები და მთავრობის წევრებისგან დროული გამოძიება მოითხოვეს.