პაკისტანის ქალაქ ქვეტას ბოსტნეულისა და ხილის ბაზარში მომხდარ აფეთქებას 16 ადამიანი შეეწირა, მათი ნახევარი ეთნიკურად ჰაზარია. გავრცელებული ცნობით, დაშავებულია 30 ადამიანი.
ასაფეთქებელი მოწყობილობა კარტოფილის ტომრებს შორის იყო განთავსებული. მომხადრზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. პაკისტანში ჰაზარები ძირითდად თალიბანისა და ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების სამიზნეები ხდებიან. მათზე თავდასხმებს სუნიტური მუსლიმანური დაჯგუფებები ავღანეთშიც ახორციელებს. 2013 წელს ჰაზარებით დასახლებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ 3 სხვადასხვა თავდასხმას 200-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.