სამხედრო ურთიერთობის გაღრმავებასთან დაკავშირებით საქართველოსა და ხორვატიას შორის ერთობლივი დეკლარაცია გაფორმდა. ხორვატიაში ვიზიტით საქართველოს თავდაცვის მინისტრი იმყოფება. დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს და თავდაცვის სფეროში ურთიერთობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. საუბარი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციას შეეხო. ამასთან, ნატოს მრავალეროვნულ სამხედრო პოლიციის ბატალიონში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ოცეულის გაწევრიანების მზადყოფნის საკითხი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.