„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახლთან ტაქსისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები თბილისის მერს კახა კალაძეს ერთდღიან დროს აძლევენ, რათა ტაქსების თეთრად გადაღებვის შესახებ რეგულაციები დაახლოებით 2 წლით გადავადდეს.ტაქსის მძღოლები ივანიშვილის სახლთან საპროტესტო მსვლელობით მივიდნენ. აქციის მონაწილეები ტაქსებთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ. კერძოდ, ტაქსის მძღოლების ნაწილს ის ახალი რეგულაციები არ მოსწონს, რომლის მიხედვითაც, ტაქსები „ა“ და „ბ“ კატეგორიად დაიყოფიან, „ა“ კატეგორიის ტაქსის მძღოლები კი ავტომობილებს თეთრად დაფერავენ. აქციის მონაწილეები ასევე აპროტესტებენ მარჯვენასაჭიანი ავტომობილით ტაქსის ლიცენზიის მიღების აკრძალვას.