პოლიტიკოსები "ქართული ოცნებიდან" ვახტანგ შაქარიშვილისა და ჯაბა ჯიშკარიანის წასვლის საკითხს აფასებენ. თბილისის მერი კახა კალაძის განცხადებით იგი ინფორმირებული იყო მათი ამ გადაწყვეტილებით თუმცა იგი არ ეთანხმება მათ მოსაზრებას, რომ "ქართული ოცნება“ ასცდა იმ ღირებულებებს რომლითაც დაიწყო პოლიტიკური ცხოვრება. ასევე კომენტარი გააკეთა პარტიის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, მისი თქმით მოულოდნელობას არ წარმოადგენს "ქართული ოცნებიდან" ვახტანგ შაქარიშვილის წასვლის საკითხი და სწორედ ამას მიანიშნებდა მისი აქტიურობა სოციალურ ქსელში. "ნაციონალური მოძრაობის" წევრ რომან გოცირიძის შეფასებით კი, "ქართული ოცნების" დაშლის პროცესი შესაძლოა, ჯანსაღიც იყოს, რადგან უმრავლესობის დეპუტატები თავიანთ შეცდომას ხვდებიან და ეს პროცესი გაგრძელდება სხვადასხვა დონეზე, როგორც საკრებულოებში, ასევე პარლამენტში.