პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით, დეპუტატ ეკა ბესელიას ავტორობით მომზადებული კანონპროექტი კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.აპარატმა ამ მიმართულებით მთელი რიგი შენიშვნები წარმოადგინა, რომელიც კომიტეტის საბოლოო დასკვნაში აისახება.როგორც კომიტეტის სხდომაზე ითქვა, უზენაესი სასამართლოს წევრის არჩევით შეთავაზებული მექანიზმი არღვევს ბალანს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და პარლამენტს შორის და პროექტის წარმოდგენილი რედაქციით მიღება შინაარსს აცლის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეთა წარდგენის უფლებამოსილებას.