ოპოზიციური პარტიები სტრასბურგში, პრემიერ-მინისტრის გამოსვლით იმედგაცრუებულები არიან. როგორც "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა სტრასბურგში განაცხადა, პრემიერ-მინისტრმა არ გამოიყენა ევროსაბჭოს ტრიბუნა რუსეთისთვის სანქციების დაკისრების მოწოდებისთვის. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კი მამუკა ბახტაძის გამოსვლას დადებითად აფასებენ.