ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი მამუკა ბახტაძეს - ჩაგიტარებიათ თუ არა ოდესმე გამოძიება აფგან მუხთარლის გატაცებაზე? - Palitra News

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი მამუკა ბახტაძეს - ჩაგიტარებიათ თუ არა ოდესმე გამოძიება აფგან მუხთარლის გატაცებაზე?

2019-04-10 17:00:34+04:00

ევროსაბჭოში საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს საქართველოს ტერიტორიიდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების საქმესა და მიმდინარე გამოძიებაზე დაუსვეს კითხვა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, აფგან მუხთარლის თემა ძალიან სენსიტიური საკითხია. მან ასევე დასძინა, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ის შეფასებას მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ გააკეთებს.