კანადაში, კვებეკის პროვინციაში მილიონობით ადამიანი ძლიერი შტორმისა და ყინვის გამო ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ქალაქ მონრეალსა და მის შემოგარენში ძლიერი ქარი და ყინვაა. ასევე ქალაქში თოვს, რამაც გზებზე გადაადგილების პრობლემა შექმნა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, სკოლების ნაწილმა სასწავლო პროცესი დროებით შეაჩერა. სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო დღეებში თოვა და ყინვა შენარჩუნება. საგანგებო სიტუაციების სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მოსახლეობას გარეთ გასვლისას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. დაფიქსირდა მასშტაბური ავარიის შემთხვევებიც.