23 აპრილს თითქმის მთელი მსოფლიო აღნიშნავს წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღეს. ეს თარიღი სიმბოლურია მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში, რადგან 1616 წლის 23 აპრილს გარდაიცვალა უილიამ შექსპირი, 1916 წლის 23 აპრილს კი - ორი ესპანელი მწერალი მიგელ დე სერვანტეს საავედრა და ინკა გარსილასო დე ლა ვეგა.ამიტომ შემთხვითი არ არის, რომ 1995 წელს პარიზში გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის გენერალურ კონფერენციაზე სწორედ 23 აპრილი გამოცხადდა წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღედ . (World Book and Copyright Day).ძველისძველი კატალონიური ტრადიციის თანახმად, 23 აპრილს ბარსელონელები ერთმანეთს ყვავილებს და წიგნებს ჩუქნიან.აღნიშნულ ტრადიციას საქართველოც უერთდება.