ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში გადაუღებელ წვიმას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა. ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რიოს მერმა სტიქიას ანომალური უწოდა. წვიმა რიო-დე-ჟანეიროში 8 აპრილს დაიწყო და ორი დღე არ გაჩერებულა. შედეგად დაიტბორა ქალაქის ქუჩები და საცხოვრებელი სახლები. მოსახლეობის ნაწილი სახლებიდან და ავტომობილებიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა. სამაშველო სამუშაოები მთელი დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სტიქიის გამო, თითქმის ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.