არის დეტალები, რომელიც არ უნდა შეგეშალოს, თუმცა შემთხვევითობისგან დაზღვეული არავინ არის, - ამის შესახებ უმრევლესობის წევრმა რომან კაკულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ 9 აპრილის გმირის სახელის და გვარის სიიდან შეცდომით წაკითხვას.“თვითონ ამ ფაქტს რაც შეეხება, ვიცი, რომ ამას გაუგებრობა ჰქვია. ალბათ, თვითონაც ძალიან მძიმედ განიცდის, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც ასეთ ადამიანებთან, როგორიც არის მამა, ბოდიშის მოხდასაც უკვე აზრი აღარ აქვს. მე, მიმუშავია და ძალიან ბევრ სახელმწიფო მოხელესაც ვიცი, რომ ეს არავითარ შემთხევაში არ მოუვიდოდა. მეტს არაფერს ვიტყვი. არის დეტალები, რომელიც არ უნდა შეგეშალოს, თუმცა შემთხვევითობისგან დაზღვეული არავინ არის. ამიტომ, ვამბობ, მე ვიცნობდი სახელმწიფოს ძალიან ბევრ მოხელეს, რომლესაც ასეთი რამ არავითარ შემთხევაში არ მოუვიდოდა და ეს ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა კაკულიამ.