ყატარის დედაქალაქ დოჰაში, საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის რიგით 140-ე ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, ორმხრივ შეხვედრებს აგრძელებს. შეხვედრები უკვე გაიმართა ბუტანის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან და ბარბადოსის სპიკერთან. საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საუბრის მთავარი თემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და არაღიარების პოლიტიკაა.