ირაკლი კობახიძე - ავლაბრის სასახლე აშენებულია ხალხისთვის წართმეული ფულით - Palitra News

ირაკლი კობახიძე - ავლაბრის სასახლე აშენებულია ხალხისთვის წართმეული ფულით

2019-04-09 15:02:42+04:00

"ცერემონიები იქნება ყოფილი საპრეზიდენტო სასახლის მხოლოდ ერთ-ერთი ფუნქცია, მთავარი ფუნქცია იქნება ხალხის მომსახურება" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ავლაბრის რეზიდენციის შესახებ საუბრისას, ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციაზე და საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუ რა დატვირთვა მიენიჭება სასახლეს.შეგახსენებთ რომ დღეს, 17:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის ავლაბრის რეზიდენციაში მიღება გაიმართება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ლაშა ჟვანიას განმარტებით, ღონისძიება ავლაბრის სასახლეში იმის გამო იმართება, რომ "ათონელზე მდებარე რეზიდენცია 150 კაცს ვერ უმასპინძლებს"