"ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ლიბიაში მყოფი ქართველი მეზღვაურები დავიხსნათ", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ლიბიაში მყოფ ქართველ მეზღვაურებზე საუბრისას განაცხადა.ლიბიაში მყოფი ქართველი მეზღვაურების, რაულ ტაკიძის და მანუჩარ კეკელიძის ოჯახის წევრების განცხადებით, ლიბიაში დავით რაზმაძის გარდაცვალების შემდეგ, ტაკიძე და კეკელიძე რამდენიმე თვეა ყოველდღიურად იკითხებიან. ლიბიის ხელისუფლება მათ ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევს.