როდესაც პოლიტიკურად მაგრად მოხვდება მოავტორიტარო ხელისუფლებას, მერე იწყებენ ხოლმე ხალხთან ენის მოჩლექვით საუბარს მცირე ხნით , - ამის შესახებ გადაცემაში „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ყოფილმა დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა. გადაცემაში ბერძენიშვილმა ბიძინა ივანიშვილის წერილი შეაფასა და მიხეილ სააკაშვილისა და „ქართული ოცნების“ ლიდერის მმართველობას შორის პარალელები გაავლო.