"დავით ბაგრატიონ-მუხრანელის დედა ხშირად ავადმყოფობდა, დავითმა კი მაინცდამაინც მაშინ გადაწყვიტა მზრუნველი შვილის იმიჯი მოერგო, როცა გამოძიება დაიწყო", - ამის შესახებ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა ლევან გორელაშვილმა განაცხადა.მან ისაუბრა ახალი დეტალების შესახებ ანა ბაგრატიონზე ძალადობის საქმეში და მედიას ახალი მტკიცებულებები წარუდგინა.ის შეეხო ძალადობის საკითხსაც და აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე მხარის განცხადებები, თითქოს დავითსა და ანას ერთ ჭერქვეშ არ უცხოვრიათ, სიმართლეს არ შეესაბამება და ამის კონკრეტული მტკიცებულება არსებობს. ადვოკატმა კომენტარი გააკეთა შორენა ბეგაშვილის შესაძლო გამოკითხვასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ მას მხოლოდ საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია აქვს და არ იცის, აპირებს თუ არა საგმამოძიებო ორგანო ბეგაშვილის დაკითხვას, თუმცა ეს გამორიცხული არ არის.