მაია რჩეულიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ის უნდა დაკითხულიყო, არ გამოცხადდა.საუბარია, "ცენტრ პოინტის" საქმეზე, "მიონის" ეპიზოდზე, სადაც რჩეულიშვილთან ერთად ბრალდებულია ასევე ქეთევან ჟორდანია.როგორც პროცესის დაწყებამდე რჩეულიშვილის ადვოკატმა, ბონდო ვათიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მაია რჩეულიშვილი კლინიკაში ჰყავდათ გადაყვანილი და დღევანდელ სხდომას არ დაესწრებოდა. ჯანმრთელობის თუ რა პრობლემა ჰქონდა მაია რჩეულიშვილს, ადვოკატი ვერ აკონკრეტებს. ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს 2 წლიანი განხილვის ვადა 10 აპრილს ეწურება. შესაბამისად, მოსამართლემ განაჩენი ამ ვადაში უნდა გამოიტანოს. მაია რჩეულიშვილსა და ქეთევან ჟორდანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც თაღლითობას გულისხმობს. რაც შეეხება ქეთევან ჟორდანიას, მას საპროცესო შეთანხმება აქვს გაფორმებული.