დიღმის მასივში, აფეთქების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებს დროებითი საცხოვრებლით დიდუბის გამგეობა უზრუნველყოფს. ამის შესახებ დიდუბის რაიონის გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმა განაცხადა.გამგებლის განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსახლეობის აღწერა. იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ დროებითი თავშესაფარი, რამდენიმე დღის განმავლობაში სასტუმროში განთავსდებიან, რომლის ხარჯებსაც გამგეობა დაფარავს, ხოლო ამის შემდეგ, ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხა და დაზარალებულები დროებით ქირით გადავლენ. ირმა ზავრადაშვილის განცხადებითვე, გამომდინარე იქიდან, რომ ბინების კარებები არ იკეტება და ამ ეტაპზე ყველა ნივთის გამოტანა ვერ ხერხდება, მოროდიორობის თავიდან აცილების მიზნით, კორპუსს 24-საათიან რეჟიმში დაცვის სამსახური დაიცავს. პარალელურად კორპუსის მცხოვრებთა ნაწილი ბინებში ნივთების გამოსატანად შეუშვეს. მათ ნაწილ-ნაწილ, მაშველებისმეთვალყურეობის ქვეშ უშვებენ.