ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენასთან დაკავშირებულ პროცედურებზე გამოსვლებს პარლამენტში მცირე შელაპარაკება მოჰყვა. სიტყვიერი დაპირისპირება ყოფილ თანაგუნდელებს შორის, უმრავლესობის დეპუტატ შოთა ხაბარელსა და დამოუკიდებელ დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს შორის მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ხაბარელმა უმრავლესობიდან გასული დეპუტატები მავნებლობაში დაადანაშაულა.მის ამ გამოსვლას, უმრავლესობიდან გასული დეპუტატების მხრიდან უკმაყოფილება და კამათი მოჰყვა. დავით ჭიჭინაძემ შოთა ხაბარელს საპასუხო რეპლიკითაც მიმართა. დეპუტატმა სხდომაზევე გამოთქვა უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ მან ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან მის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო. დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, რა გააკეთონ დეპუტატებმა, რათა დასმულ კითხვებზე პასუხი მიმართონ.