ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი საქართველო - ნატო-ს ურთიერთობას აფასებს. მისი თქმით, ნატო-ში ინტეგრაცია საქართველოს უფლებაა. მისივე თქმით, სამხრეთ ოსეთს შეთანხმება აქვს რუსეთთან და უსაფრთხოების კუთხით ღონისძიებათა წყებაა შემუშავებული. იგი საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებითაც აკეთებს კომენტარს და აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს სახელმწიფოს ცხოვრებაზე არაფერი იცის და საფრანგეთიდან საქართველოში ვაშინგტონის მითითებით ჩავიდა