"დირსის" საცხოვრებელ კორპუსთან, სადაც დევნილები თვითნებურად იყვნენ შესახლებული და ითხოვდნენ საცხოვრებელ ფართებს, სიმშვიდეა, ტერიტორია ყველა დევნილმა დატოვა. ადგილზე დაცვის პოლიცია რჩება და პერიმეტრს იცავს. შეგახსენებთ, რომ დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკების შემდეგ, გუშინ ღამით "დირსის" საცხოვრებელი კორპუსი დატოვეს. სამინისტრომ პირობა დადო რომ თითოეული ოჯახის საქმე ინდივიდუალურად განიხილება. ბინებს მიიღებენ ისინი, ვინც გაწერილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.