ადვოკატ ლევან ჩხეიძის განცხადებით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა გუშინ საქართველო დატოვა. მისივე თქმით, იმის დამადასტურებელ დოკუმენტებს, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის დედა ნამდვილად ცუდად არის, მალე გაასაჯაროებენ. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჯერ დაკითხვაზე დაბარებული არ ყოფილა, ასევე ქვეყნის დატოვების შესახებ მას გამოძიებისთვის არ უცნობებია. რაც შეეხება იმას, საჭიროების შემთხვევაში გამოცხადდება თუ არა დავით ბაგრატიონ-მუხრანელი გამოკითხვაზე, ადვოკატი აცხადებს, რომ პოლიციის სამმართველოში მიმავალ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს "ვერავინ ნახავს".