დაღესტანში VI საუკუნით დათარიღებული, ქართული ასომთავრულით დაწერილი ბიბლია აღმოაჩინეს - Palitra News

დაღესტანში VI საუკუნით დათარიღებული, ქართული ასომთავრულით დაწერილი ბიბლია აღმოაჩინეს

2019-04-04 12:14:54+04:00

დაღესტანში ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის სპეციალისტებმა, ისტორიული დოკუმენტების ციფრული ვერსიის შექმნისას, VI-ე საუკუნით დათარიღებული, ხელნაწერი ბიბლია აღმოაჩინეს. ბიბლია ქართულად, ასომთავრული დამწერლობითაა შესრულებული. როგორც მეცნიერი შამილ შიხ(ჰ)ალიევი ამბობს, არაბულ ტექსტებს შორის ქართული წარწერებია. მოგვიანებით მეცნიერმა აღმოაჩნა, რომ მის ხელში პალიმფსესტური ხელნაწერი აღმოჩნდა. მეცნიერთა თქმით, ძირითადად მათი ქვედა ტექსტები V-VIII საუკუნეებით თარიღდება და შეიცავს ფრაგმენტებს ძველი და ახალი აღთქმიდან, მოციქულთა აქტებიდან, აპოკრიფული, ჰომილეტიკური და აგიოგრაფიული თხზულებებიდან.