საქართველოს ბანკის დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - მას დირექტორის 2 მოადგილე ტოვებს - Palitra News

საქართველოს ბანკის დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - მას დირექტორის 2 მოადგილე ტოვებს

2019-04-03 10:50:26+04:00

საქართველოს ბანკის დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია. კერძოდ, საბჭოს გენერალური დირექტორის მოადგილეები - დავით წიკლაური და რამაზ კუკულაძე ტოვებენ. ფინანსური მიმართულებით ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას სულხან გვალია დაიკავებს; კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე კი ვასილ ხოდელს გიორგი ფაილოძე ჩაანაცვლებს. ამავე დროს, ვასილ ხოდელი დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე რჩება. ამასთან, ბანკის ცნობით, დირექტორთა საბჭოში განხორციელებული ცვლილების მიხედვით მცირე და საშუალო (SME) ბიზნესი და SOLO ცალკე მიმართულებებად გაიყოფა.