სხვადასხვა დაავადებისას მნიშვნელოვანია სამკურნალო კვება. არსებობს სხვადასხვაგვარი დიეტა, რომელიც განსაზღვრავს ამა თუ იმ დაავადების დროს კვებით რაციონს. ჰიპერტონიისას უმნიშვნელოვანესია საკვების შერჩევა სამკურნალო დანიშნულებით. სამკურნალო დიეტა ორგანიზმის დაზიანებული ფუნქციების ნორმალიზებას და მაღალი არტერიული წნევის შემცირებას უწყობს ხელს, არეგულირებს ნერვულ და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, აუმჯობესებს თირკმელზედა ჯირკვლისა და თირკმელების ფუნქციებს, დადებითად მოქმედებს სისხლის შედედების უნარზე.ჰიპერტონიული დაავადების მქონე პაციენტთა დიეტა უნდა იყოს სრულფასოვანი, დაბალანსებული, შეიცავდეს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მინერალური მარილებისა და მიკროელემენტების საკმარის რაოდენობას.დიეტაში მნიშვნელოვნად შეზღუდულია სუფრის მარილის, ცხოველური ცხიმებისა და ნახშირწყლების რაოდენობა. რაციონი გამდიდრებული უნდა იყოს კალიუმის, მაგნიუმის მარილებით, B ჯგუფის ვიტამინებით, ლიპოტროპული ნივთიერებებით (მეთიონინი, ქოლინი), უჯრედისით, ზღვის პროდუქტებით, სხვადასხვა მინერალური ნივთიერებითა და მიკროელემენტებით, მათ შორის - ორგანული იოდით. კვების მნიშვნელოვანი პირობაა ზომიერება. დღის განმავლობაში მისაღები საკვები უნდა გაანაწილოთ ტოლ ულუფებად, არანაკლებ 4-5 კვება დღეშ), ბოლო ულუფა უნდა მიიღოთ დაძინებამდე არა უგვიანეს 2 საათით ადრე. საკვები მზადდება უმარილოდ, მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით, შესაძლებელია დღეში 3-5 გრამი სუფრის მარილის მიღება. დღის განმავლობაში მისაღები თავისუფალი სითხის საერთო რაოდენობა, წვნიანი კერძების ჩათვლით-1,5 ლიტრიანახევარი.გაითვალისწინეთ ,რომ უნდა მიირთვათ მოხარშული, პროდუქტები ცხიმის გარეშე.