არაჟანში, ხაჭოსა და ყველში აღმოჩენილი შეუსაბამობების გამო, 27 მარტიდან თბილისის ბაგა-ბაღების კვების რაციონიდან აღნიშნული პროდუქტები ამოღებულია. აღნიშნული პროდუქტების კვლევა 13 ბაგა-ბაღში ჩატარდა, საიდანაც დარღვევები მხოლოდ 111-ე ბაღში აღმოჩნდა. ამის შესახებ ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტებით მომმარაგებელი კომპანიის, "ნილის" წარმომადგენელმა თეონა ნინოშვილმა განაცხადა.
უფრო კონკრეტულად, მონიტორინგის მიხედვით, შპს "ქობულეთურის" მიერ წარმოებულ არაჟანსა და ხაჭოში მცენარეული ცხიმი, ხოლო სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის მიერ წარმოებულ ყველში რძის ფხვნილი. მონიტორინგის შედეგებში ეჭვი ეპარება კომპანია "ქობულეთურის" წარმომადგენელს. კომპანია გეგმავს, რომ პროდუქციის ნიმუშები თურქეთის ერთ-ერთი ლაბორატორიაში გაგზავნოს.