„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ვენეციის კომისიის წევრებს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა, მმართველი პარტია ცდილობს, ჩინჩალაძის „კლანს“ გადაუფორმოს საბოლოოდ უზენაესი სასამართლო, რითაც უნდა სასამართლო რეფორმის რეალური პერსპექტივა მოკლას. კახიძის თქმით, „ევროპულმა საქართველომ" კომისიის წევრებს საკუთარი ხედვები გააცნო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით შემუშავებულ კანონპროექტზე და იმედი აქვს, რომ კომისია მათ მოსაზრებებს გაითვალისწინებს. მანამდე კი ვენეციის კომისიის წევრებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც შეხვდნენ.