იმერეთში სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. რეგიონში, ძლიერი ქარის გამო გუშინ რამდენიმე რაიონი დაზარალდა. მთლიანად მხარეში 17 სახლი დარჩა სახურავის გარეშე. ამის შესახებ პალიტრანიუსს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განუცხადეს. ასევე ძლიერმა ქარმა 15 ხე მოგლიჯა. სტიქიამ ერთი ადამიანიც დააზიანა. მამაკაცი ხარაგაულში ტყეში ხის წაქცევის შედეგად დაშავდა.