ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი ქარის გამო ქუთაისი –რიგას მიმართულებით დანიშნული ფრენა ვერ სრულდება. აეროპორტში აცხადებენ, ძიერი ქარის გამო ავიარეისის პილოტი მგზავრთა გადაყვანაზე უარს აცხადებს. ფრენა გაუკრვეველი დროით გადაიდო. აეროპორტში მყოფი მგზავრები ადმინისტრაციას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ არასამუშაო დღის გამო აეროპორტში პასუხიმგებელი პირი არაა. ქარმა პრობლემები რიგა– ქუთაისის მიმართულებით მოძრავი თვითმფრინავის მგზვარებსაც შეუქმნა. დაახლოებით ორ საათზე მეტია ქარის გამო მგზავრების ბარგს ვერ იღებენ.