საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფიო კილაძე სოციალური მუშაკების გარშემო შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა, კილაძეს იმედი აქვს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და სოციალური მუშაკები კონსესუს მიაღწევენ. დეპუტატის განცხადებით, სოციალური მუშაკის პროფესია უმნიშვნელოვანესი პროფესიაა და სწორედ ამიტომ მოხდა გასულ წელს "სოციალური მუშაობის შესახებ" ახალი კანონის მიღება. მისივე თქმით დღეს უწყებების მოსმენა გაიმართება იმის შესახებ, თუ როგორ ხდება და მიმდინარეობს ამ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაოები.