ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალში გამარჯვება მოსწავლეების პროექტმა "ბარნის სმარტ ლაბირინთი" მოიპოვა - გუნდი NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. პროექტში მონაწილეობდნენ გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია, სკოლა აია-ჯესს, სკოლა „პროგრესი“. მეორე ადგილზე გავიდა პროექტი "მოძრაობის სკანერი", ხოლო მესამე ადგილი დაიკავა პროექტმა "ესკულაპე". გამარჯვებული გუნდი "თიბისის ბანკის" ფინანსური მხარდაჭერით ზაფხულში აშშ-ში გაემგზავრება და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები კი საერთაშორისო სამეცნიერო ბანაკში მიიღებენ მონაწილეობას.