ყველასათვის ცნობილია, რას წარმოადგენს "შვედური მაგიდა", თუმცა შვედები მას "ბუტერბროდის მაგიდას" ეძახიან. გამასპინძლების ამგვარი ტრადიცია შვედეთში მხოლოდ მეთვრამეტე საუკუნეში დამკვიდრდა. მიწვეულ სტუმრებს ღონისძიების დაწყებამდე რომ არ მოეწყინათ, სასმელებსა და ბუტერბროდებს სთავაზობდნენ. "ბუტერბროდის მაგიდა" ამ ქვეყანაში დღესაც პოპულარულია. მრავალ კაფესა და რესტორანში შესაბამისი საფასურით ყველას შეუძლია მივიდეს მრავალფეროვანი ცივი და ცხელი საუზმით, ბუტერბორდებით, ხილით, საკონდიტრო ტკბილეულით გაწყობილ მაგიდასთან და გადაიღოს იმდენი, რამდენსაც მისი მადა გაწვდება."შვედური მაგიდა" უმეტეს ქვეყნებში, სადაც ტურიზმი განვითარებულია, როგორც ეკონომიკის დარგი, ტურისტების სერვისული მომსახურების აუცილებელი ატრიბურია.ხშირად ”შვედური მაგიდის" გარეშე კორპორატიული ღონისძიებებიც აღარ ტარდება.