თბილისის მერის განცხადებით, თბილისის მერიის რეფორმის ფარგლებში ქალაქში ტაქსების ორი კატეგორია - A და B ლიცენზიის მქონე ტაქსები იმოძრავებენ. კახა კალაძის თქმით, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის ქალაქში გამოყოფილი იქნება უფასო საპარკინგე ადგილები, ხოლო მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ მანქანაზე განათავსონ რეკლამები. მერის თქმით, რეკლამებიდან შემოსული სრული თანხა მძღოლს დარჩება.